ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 10 000 მოსახლეზე ექიმების რაოდენობით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა - ამის შესახებ გამოცემა Visual Capitalist სტატიასაც აქვეყნებს, რომელშიც განხილულია ქვეყნები ექიმების ყველაზე მაღალი და დაბალი სიმჭიდროვით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის მუშაკთა სიმჭიდროვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომია, რომელსაც გაერო ითვლის - 2016 წლის ჯანმოს კვლევის თანახმად, სამედიცინო სფეროში სამუშაო ძალის გაძლიერება და გაფართოება ქვეყნის ეკონომიკას აუმჯობესებს.
რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტი ექიმი 10 000 მოსახლეზე
- ბელგია - 63.9
- საქართველო - 56.1
- ავსტრია - 55.1
- ლიეტუვა - 51.3
- ბულგარეთი - 49.0
- ურუგვაი - 46.3
- ისლანდია - 45.2
- კაბო-ვერდე - 44.6
- იტალია - 42.5
- არგენტინა - 40.8
ამავდროულად, 8 აფრიკულ ქვეყანაში 10 000 მოსახლეზე ერთ ექიმზე ნაკლები მოდის. Africa Reports-ის ინფორმაციით, სამედიცინო სტუდენტები განათლების მისაღებად კონტინენტს ტოვებენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, უკან აღარ ბრუნდებიან.
10 ქვეყანა ყველაზე ცოტა ექიმით 10 000 მოსახლეზე
- ეთიოპია - 1.1
- კენია - 1.0
- ჩადი - 0.9
- მოზამბიკი - 0.8
- ტოგო - 0.8
- ერიტრეა - 0.7
- მალავი - 0.5
- სიერა-ლეონე - 0.4
- გვინეა - 0.2
- ნიგერია - 0.2
რაც შეეხებათ დიდი შვიდეულის ქვეყნებს, მათ შორის გერმანია და იტალია 10 000 მოსახლეზე 42-45 ექიმით ლიდერობენ. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 32-ია, იაპონიასა და კანადაში კი მათი რიცხვი შედარებით დაბალია და 10 000 მოსახლეზე 25-26-ს შეადგენს.