მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს ბიუჯეტს საგადასახადო შეღავათები ₾6.8 მილიარდი დაუჯდა - რომელმა სექტორებმა ისარგებლეს?

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, 2025 წელს საგადასახადო დანახარჯების მოცულობამ 6.8 მლრდ ლარი შეადგინა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მოცულობის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტმა ვერ მიიღო.

სამინისტრომ საგადასახადო დანახარჯების შეფასების ანალიზი გამოაქვეყნა, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებული საგადასახადო შეღავათების მოცულობებს აჯამებს.

დოკუმენტის თანახმად, 2024 წელთან შედარებით საგადასახადო დანახარჯების მოცულობა გაზრდილია, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 6.6 მლრდ ლარი იყო.

როგორც დუკუმენტშია აღნიშნული, გასულ წელს საგადასახადო დანახარჯებმა მშპ-ს 6.6% შეადგინა, რაც აღემატება 2018-2024 წლების ნომინალურ მაჩვენებელს, ხოლო ჩამორჩება 2019-2024 წლების მაჩვენებელს მშპ-ს პროცენტულ გამოსახულებაში.

2025 წელს დღგ-ს საგადასახადო დანახარჯები მთლიანი შეფასებული საგადასახადო დანახარჯების ძირითად ნაწილს შეადგენს, მთლიანი საგადასახადო დანახარჯების დაახლოებით 92%, (მშპ-ს 6.06%), დარჩენილი დაახლოებით 8% კი (მშპ-ს 0.52%) მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო დანახარჯებს ეკუთვნის.

შეფასებული საგადასახადო დანახარჯები დღგ-სთვის ძირითადად კონცენტრირებულია რამდენიმე სექტორში: განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ფარმაცევტული სექტორი. დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს ყველაზე დიდი წვლილი განათლებამ შეიტანა 1,042.5 მლნ ლარით (2025 წლის მშპ-ს 1.0 პროცენტი).

2025 წელს ჯანდაცვის სექტორში დღგ-ს საგადასახადო დანახარჯები მშპ-ს 0.73% იყო, 766.1 მლნ ლარი, სოფლის მეურნეობის სექტორში - 544.1 მლნ ლარი, მშპ-ს 0.52%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები