მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10 000 პაკეტი ჩამოვა გურიაში, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება სურსათით და მედიკამენტებით - კობახიძე

კობახიძე

სურსათით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა მუდმივ რეჟიმში განხორციელდება, დაახლოებით 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც ქობულეთის შემდეგ, გურიაში დაბრუნდა და საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით ღამის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.

"ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში უახლოეს საათებში შემოვა პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები, რომლებიც მოსახლეობას მიეწოდება.

„კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გუშინდელი დღიდან შეიზღუდა კომუნიკაცია და იქ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ასევე, ელექტროენერგიის აღდგენა. ორშაბათისთვის, დაახლოებით, 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ეს რაოდენობა შემცირებულია, დაახლოებით, 10 000-მდე. ინტენსიურად წარიმართება აღდგენის სამუშაოები, მთავარია, რომ გაგრძელდეს, ვინაიდან, 10 000-მდე აბონენტია, ვისაც დღემდე არ აქვს დღეს ელექტროენერგია და ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა.

ამაზეც გვქონდა საუბარი დღევანდელ შეკრებაზე. სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში, იქნება მოსახლეობა უზრუნველყოფილი სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობს, გამოძახებებზე რეაგირებენ შეფერხებების გარეშე. ყველა მიმართულებით არის მობილიზებული შტაბი და მთავარია, გაგრძელდეს ინტენსიური სამუშაოები,“- განაცხადა კობახიძემ.

"ოცნების" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგენილია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის მიმართულებაზე, ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია სოფლებიდან ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების წმენდის კუთხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები