მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10 აგვისტოს გეგუთის კვანძიდან ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

5f2d6e345cbff
BM.GE
07.08.20 19:06
743
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი №1 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, დაგეგმილია ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა ჭიშურას ხიდზე, რაც საჭიროებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე, გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძამდე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას 2020 წლის 10 აგვისტოს ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნიკეას ქუჩის გავლით თბილისის მიმართულებით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები