მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 იანვარს, EU-ის ოფიციალური პირები აპირებენ, ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება დაამტკიცონ - იოზვიაკი

სს

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს პარასკევს, 10 იანვარს განიხილავენ.

"ევროკავშირის ოფიციალური პირები აპირებენ დაამტკიცონ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება პარასკევს, 10 იანვარს.

ამის შემდეგ, 24 იანვარს, ევროკავშირის წარმომადგენლები ამას მწვანე შუქს აუნთებენ, ამიტომ შეზღუდვა ძალაში, სავარაუდოდ, თებერვალში შევა", - წერს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები