მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მზარდი კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან EU-სთან დაშორების რისკს ქმნის - ევროკომისია

კობახიძე ქვრივიშვილი

ევროკომისია რუსეთთან და ჩინეთთან საქართველოს მზარდ კავშირებში ეკონომიკურ რისკებს ხედავს. ევროკომისიის მიერ "2026 წლის გაფართოების პაკეტის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მზარდი კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან ევროკავშირთან შემდგომი დაშორების რისკს ქმნის.

ამ საკითხზე ეკონომიკური უსაფრთხოება და მედეგობის შეფასების კონტექსტშია ყურადღება გამახვილებული.

"საქართველოს მზარდი ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და გარკვეულ სასაქონლო პროდუქტებზე (განსაკუთრებით ნავთობზე, გაზსა და მარცვლეულზე) მაღალი დამოკიდებულება, ისევე როგორც ჩინეთთან სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობები, ქმნის ევროკავშირის სტანდარტების, კანონმდებლობისა და მმართველობის მოდელებისგან საქართველოს შემდგომი დაშორების რისკს. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) უდიდესი ნაწილი ევროკავშირიდან შემოდის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირის სფეროებში, სულ უფრო იზრდება ინვესტიციები ქვეყნების უფრო ფართო სპექტრიდან. ეს გარემოებები წარმოშობს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ბაზრის გამჭვირვალობას, საკუთრების სტრუქტურებსა და მესამე ქვეყნების ოპერატორებზე შესაძლო სტრატეგიულ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის შემთხვევაში",- წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები