მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 კილოგრამამდე ნარკოტიკი და სათბური ბინაში - ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს

მარიხუანა

სამართალდამცველებმა ბათუმში 8 კილოგრამამდე კანაფი, 1 კილოგრამზე მეტი მარიხუანა, 100 გრამი და 127 შეკვრად დაფასოებული მეთადონი და ნახევარ კილოგრამამდე ტეტრაჰიდროკანაბინოლი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და კულტივირების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს მათ შორის 1 საქართველოს და 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით კანაფის მოყვანა-კულტივირებას ახდენდა. ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები