მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"10 მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე არის ჯავშნები, თუ არ გაგვიუქმდა" - სასტუმრო "ფოსტა"

სასტუმრო ფოსტა

მესტიაში მდებარე სასტუმრო "ფოსტას" გენერალური მენეჯერი, გვანცა ფალიანი მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საუბრობს და აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს დატვირთულობის გაზრდის მოლოდინი აქვს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან განაცხადა.

"აპრილში თითქმის არავინ გვყავდა. მაისის 10 რიცხვამდე ჯავშნები აქა-იქ არის. მაისის 10 რიცხვიდან ოქტომბრის ბოლომდე არის ჯავშნები, თუ არ გაგვიუქმდა. ისე ნორმალური ჯავშნების რაოდენობაა. გასულ წელთან შედარებით, წელს ჯავშნები თუ არ გაგვიუქმდა, მეტი დატვირთვა გვექნება", - აღნიშნავს ფალიანი.

გვანცა ფალიანის განცხადებით, სასტუმროს უკვე მიღებული აქვს რამდენიმე ჯავშანი ტურისტული კომპანიებისგან, მათ შორის - კორეელი, ჩინელი, ებრაელი და ესპანელი ტურისტებისთვის.

რაც შეეხება ფასებს, ფალიანი ამბობს, რომ სასტუმრომ წელს ფასები დააკორექტირა: "წელს ფასები ოდნავ გავზარდეთ, თუმცა კომპანიების თხოვნით, რომ დაბალ ბიუჯეტიანი სტუმრები ჰყავთ, ფასები ისევ გასული წლის მაჩვენებლებამდე დავწიეთ”, - ამბობს გვანცა ფალიანი.

ამ დროისთვის, სასტუმრო "ფოსტაში" სტანდარტულ ორადგილიან ნომერში ერთი ღამით დარჩენა საუზმით 350 ლარი ღირს, თუმცა ფასები განსხვავდება პარტნიორი პლატფორმებისთვის, მათ შორის Booking.com-ის მომხმარებლებისთვის და ტურისტული კომპანიებისთვის.

ინფორმაციისთვის, საჯარო რეესტრის მიხედვით, სასტუმრო “ფოსტა” რეგისტრირებულია 2017 წელს, მისი მფლობელიც შპს სეტი + -ია. კომპანიის დირექტორი არჩილ მესხიძეა. რაც შეეხება მეწილეებს, შპს სეტი + -ის 66.7%-იანი წილი ოთარ ჩართოლანს ეკუთვნის, 33.3% კი, "ხალხის ძალის" ერთ-ერთ ლიდერ, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს. მისი წილის მმართველი ნათია ხვისტანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები