ირანმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი, 10 მილიონი რიალის ნომინალის ახალი ბანკნოტი გამოუშვა.
ვარდისფერი კუპიურა, რომლის ღირებულება დაახლოებით 7 აშშ დოლარია, ცვლის 5 მილიონი რიალის ნომინალის კუპიურას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იყო გამოშვებული.
10 მილიონიანი კუპიურის გამოსახულებებია იაზდის ჯამეჰის მეჩეთი და ბამის ციტადელი.
ნაბიჯი ერთი მხრივ მწვავე ინფლაციის მართვას ემსახურება, რომელიც 60%-ს აჭარბებს, სურსათის ფასების გაორმაგების გამო, და ასევე, მიმდინარე ომის ფონზე ფულადი სახსრების მწვავე დეფიციტის გადაჭრას. ბანკომატებთან რიგებია, მოქალაქეები ნაღდი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან შიშობენ, რომ ეკონომიკურმა არეულობამ და ისრაელთან/აშშ-სთან კონფლიქტმა შეიძლება ელექტრონული საბანკო საქმიანობის შეფერხება გამოიწვიოს.




























