სამხედრო დაპირისპირების და ახალი სანქციების ფონზე, ირანის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
თეირანის სავალუტო ბაზარზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.20 მილიონ რიალს მიაღწია, რაც გასული კვირის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 10%-ით მაღალია, ანუ საქმე გვაქვს ჰიპერგაუფასურებასთან.
აღსანიშნავია, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ირანული ვალუტის გაუფასურების პროცესმა პერმანენტული ხასიათი მიიღო, რასაც ემატება რეკორდული ინფლაცია და უმუშევრობა.
აშშ-ის ხაზინის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტი ირანის ეკონომიკურ განადგურებას გამოიწვევს, რაც ვალუტის კურსზე უკვე აისახება.




























