მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარკო რუბიომ აშშ-ის ელჩებს დაავალა, სახელმწიფოების ლიდერებს ირანთან სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვა მოსთხოვონ

რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ ამერიკულ საელჩოებს ოპერაცია „ეკონომიკური განდევნის“ ფარგლებში მასპინძელი ქვეყნების ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისთვის ოფიციალური დიპლომატიური დემარშის გაგზავნა დაავალა.

დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაევალათ, დაუყოვნებლივ შეაწყვეტინონ ადგილობრივ მთავრობებს ირანთან ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობები და ირანული კომპანიების უკანონო კომერციული საქმიანობის აღკვეთაზე იზრუნონ. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, თეირანთან ბიზნესსაქმიანობის შემნარჩუნებელი სახელმწიფოები, კომპანიები და კერძო პირები ვაშინგტონის სანქციების სამიზნე გახდებიან და დოლარის საერთაშორისო სისტემაზე წვდომას დაკარგავენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სპეციალური შეტყობინება აბუ-დაბიში, მუსკატში, ჰონკონგში, დოჰაში, ლონდონში, ბერლინსა და ცენტრალური აზიის რამდენიმე დედაქალაქში მოქმედ ამერიკულ მისიებს უკვე გაეგზავნათ. დოკუმენტის საფუძველზე, ვაშინგტონი პარტნიორი მთავრობებისგან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული ირანული ბანკების, Melli-სა და Saderat-ის ყველა ადგილობრივი ფილიალის დახურვას ითხოვს.

ცნობისთვის, ირანი აშშ-ის ეკონომიკური სანქციების რეჟიმში უკვე მრავალი წელია იმყოფება. ვაშინგტონმა ქვეყნის შემდგომი ფინანსური იზოლაციის უზრუნველსაყოფად ოპერაცია „ეკონომიკური განდევნა“ კი 24 აგვისტოს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები