მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირანთან ომში გამარჯვებასთან ახლოს ვართ" – ტრამპი

ტრამპი ირანი

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკა ირანთან ომში გამარჯვებასთან ძალიან ახლოს არის, თუმცა კონფლიქტის დასრულების ვადებს არ აზუსტებს.

როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს მარ-ა-ლაგოში განუცხადა, ამერიკელებს გამარჯვება ხელთ აქვთ და ის მაშინ გაფორმდება, როცა ამას თავად მოისურვებს.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პერსპექტივას, პრეზიდენტმა დასძინა, რომ ვაშინგტონი თეირანს შეთანხმების მიღწევისა და გადარჩენის ყველა შანსს აძლევს, თუმცა საეჭვოა, ირანი ამ სამშვიდობო წინადადებას დასთანხმდეს.

როგორც ტრამპმა განაცხადა, ირანის ხელისუფლებას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის ახალ წლამდე აქვს ვადა, რის შემდეგაც ვაშინგტონი სამხედრო შეტევებზე გადაერთვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები