საუდის არაბეთის სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 3.8%-ით შემცირდა. უწყების განმარტებით, ზედიზედ მეორე კვარტალური ვარდნა 2023 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
მიზეზს რაც შეეხება, საანგარიშო პერიოდში ნავთობის სექტორში აქტივობა 20.4%-ით დაეცა, ხოლო არანავთობმომპოვებელი მიმართულება 1.9%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური რეცესია პირდაპირ კავშირშია ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასთან და ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კონფლიქტთან.
ოფიციალური უწყების განმარტებით, ჰორმუზის სრუტის პარალიზების გარდა, ოქტომბერში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა რიადის აეროპორტსა და დედაქალაქის ფინანსურ რაიონზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს, რაც ასევე უარყოფითად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე. შედეგად, დროებით შეფერხდა მნიშვნელოვანი საინვესტიციო ღონისძიებები და პროექტები - გაუარესდა ქვეყნის იმიჯიც საერთაშორისო ბაზარზე.
IMF-ის შეფასებით, ირანის კონფლიქტის გაგრძელების და ჰორმუზის სრუტის მრავალთვიანი პარალიზების შემთხვევაში, საუდის არაბეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკური რეცესია გარდაუვალი იქნება.
























