ბოლო 24 საათში საქართველოში 6 356 ადამიანი აცირა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 11 ნოემბრის მდგომარეობით, სრულად აცრილია 959 701 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.6%-ს შეადგენს. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 061 509 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 37.4%.
საქართველოში ამ ეტაპზე აცრების პროცესი ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული სამი ვაქცინით მიმდინარეობს: სინოფარმი, სინოვაკი და ფაიზერი. აცრების რაოდენობის ზრდის მიზნით მიმდინარე კვირაში მთავრობამ 60 წელს გადაცილებული პირებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.




























