მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
09.11.26 20:00
• 17

10 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსს (2026 წლის ოქტომბერი) გამოაქვეყნებს.

11:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (386/2-XIმპ, 04.11.2026) (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, I მოსმენისთვის);მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე.

11:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები