მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
14.10.26 20:00
• 27

15 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:

  • ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის აგვისტო);
  • საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევის შედეგები (2025 წელი);
  • მეცხოველეობის და მემცენარეობის პროდუქტებისთვის ფიზიკური ნაკადების ანგარიშები (2025 წელი);

11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, ირაკლი შატაკიშვილის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (376/3-XIმპ; 07.10.2026) II მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ირაკლი შატაკიშვილი.

11:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი (პროექტი): კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.

11:55 საათზე, საქართველოს პარლამეტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები