ნავთობი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნის 70%-ს უზრუნველყოფს. ის გამოიყენება ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ტრანსპორტი და მოგზაურობა, შეფუთვის წარმოება, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და მრავალი სხვა.
ბენზინის ფასების ამჟამინდელი ტურბულენტური ცვლილება სავაჭრო ნაკადებში, გეოპოლიტიკასა და ინდუსტრიულ აქტივობაში მის უდიდეს მნიშვნელობაზე მეტყველებს.
InvestorSight-ის თანახმად, ირანში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ბენზინის ფასები ზოგან 50%-ითაც კი გაიზარდა.
ყველაზე მაღალი ზრდის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
1) ვიეტნამი: 50.0%
2) ნიგერია: 39.5%
3) ავსტრალია: 17.2%
4) აშშ: 16.6%
5) სინგაპური: 16.3%
6) გერმანია: 14.9%
7) ესპანეთი: 13.5%
8) კანადა: 10.6%
9) ჩინეთი: 10.0%
10) საფრანგეთი: 7.9%
მაშინ, როცა ქვეყნების უმეტესობაში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა, ინდოეთსა და ბრაზილიაში ფასები საერთოდ არ შეცვლილა. საინტერესოა ისიც, რომ მცირე რაოდენობის ქვეყნებში (მაგალითად, კოლუმბიაში) ბენზინის ფასი შემცირდა კიდეც.




























