ვინაიდან სანაკრებო ტურნირებიც კულმინაციას მიუახლოვდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023/24 წლების სეზონი დასრულდა. გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე უამრავი ტრანზიტი განხორციელდა, რომელთაგან რამდენიმემ განსაკუთრებით გაამართლა. თუმცა ჩვენთვის წლევანდელი ფანჯარა, ბევრად საინტერესოა საქართველოს ევრო 2024-ზე ასპარეზობიდან გამომდინარე. ჯვაროსნების ზოგიერთმა ფეხბურთელმა ახალი კლუბი უკვე იპოვა, ნაწილზეც უამრავი ინფორმაცია ვრცელდება ადგილსამყოფელის გამოცვლასთან დაკავშირებით.