მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10 სექტემბერს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოზე მოსმენა გაიმართება

123

"პარტნიორობიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული შებრუნება" - ამ სახელწოდებით 10 სექტემბერს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და აშშ-ის ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი.

"გასული რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ინსტიტუტები დაშალა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციებით მაშინ, როცა აშშ-ის ბიზნესებისთვის ბლოკავს შუა დერეფანსა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომას. მათ დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გამოიყენეს ძალა და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე მას შემდეგ, რაც ჩატარებული არჩევნები ფართოდ იქნა მიჩნეული არალეგიტიმურად. ეს ყველაფერი რეგიონში აშშ-ის ინტერესებს საფრთხეს უქმნის. მოსმენაზე შევაფასებთ საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახრის გლობალურ შედეგებს. მონაწილეები ასევე განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის MEGOBARI Act, რათა დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას აშშ-თან ხანგრძლივი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობაში", - წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები