მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანა შეიზღუდება - ბიზნესი რეგულაციის გადავადებას ითხოვს

ავტოიმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის გადავადებას ითხოვენ. შეზღუდვა პირველ იანვარს უნდა ამოქმედდეს. დღეს ავტოიმპორტიორები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციას მართავენ. ავტო იმპორტიორებისა და ავტომფლობელების მთავარი მოთხოვნაა, საშეღავათო პერიოდი მიეცეთ და რეგულაცია რამდენიმე თვით გადავადდეს მათთვის, ვისაც მანქანები გზაში ჰყავთ და 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ვერ ასწრებენ ჩამოყვანას,“ რა გამოწვევებს ხედავს ბიზნესი რეგულაციაში და რა საკითხების დაკონკრეტებას ითხოვს ის?

სტუმარი: ალექსი ნონიაძე - "ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილე;