მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10 თვეში იმპორტი $15 მლრდ-მდე გაიზარდა - TOP-10 პროდუქტი

ავტომობილები

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ უცხოეთიდან 15 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი.

ამ პერიოდში იმპორტის მეხუთედი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, რომლის იმპორტიც 3.15 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. ამასთან, აღნიშნული იმპორტიდან 2.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები საქართველომ შემდგომ რეექსპორტზე გაიტანა. იმპორტში მეორე ადგილზეა ნავთობპროდუქტები 1 მილიარდი დოლარით, ამასთან აღნიშნული საქონლის იმპორტი წლიურად 1%-ით არის გაზრდილი, მესამე პოზიციაზეა მედიკამენეტების იმპორტი 560 მილიონი დოლარით, მეოთხე პოზიციას კი ნახატები იკავებს 481 მილიონი დოლარით, რაც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოეთიდან ხელოვნების ნიმუშების კოლექციის საქართველოში რელოკაციას უკავშირდებოდა.

უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორისაა ბუნებრივი აირი, მობილური ტელეფონები, თამბაქოს ნაწარმი და სხვა საქონელი.

2025 წლის 10 თვის მთავარი საიმპორტო საქონელი

# საქონელი 2025 წლის იანვარ-ოქტომბერი ცვლილება წინა წელთან შედარებით
1 მსუბუქი ავტომობილები $3.15 მილიარდი დოლარი 10%
2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1.09 მილიარდი დოლარი; 1%
3 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $560 მილიონი დოლარი; 9%
4 სურათები, ნახატები $481 მილიონი დოლარი; 140898%
5 ბუნებრივი აირი $321 მილიონი დოლარი; 5%
6 მობილური ტელეფონები $264 მილიონი დოლარი; 1%
7 სატვირთო ავტომობილები $130 მილიონი დოლარი; -27%
8 სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან $128 მილიონი დოლარი; -5%
9 კომპიუტერები და სერვერები $121 მილიონი დოლარი; -48%
10 ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები $112 მილიონი დოლარი; 37%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $8.6 მილიარდი დოლარი 7%

იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (2 271.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (2 265.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 620.2 მლნ. აშშ დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები