სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, 2026 წლის 10 თვის მონაცემებით, არასწორად და ზედმეტად დარიცხული თანხის სახით, მოქალაქეებს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჩამოეწერათ.
გარდა ამისა, მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დარღვევისთვის, კომპანიებს მომხმარებლების სასარგებლოდ თითქმის 8 მილიონ ლარამდე კომპენსაციის გადახდა დაეკისრათ.
"მარეგულირებელი კომისია ჩვენს რეგულირებად სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით კვლავაც ძალიან აქტიურია. მხოლოდ მიმდინარე წლის 10 თვეში, არასწორად და ზედმეტად დარიცხული თანხის სახით, მომხმარებლებს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჩამოეწერათ. ასევე, მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დარღვევისთვის მათ მომხმარებლების სასარგებლოდ თითქმის 8 მილიონ ლარამდე კომპენსაცია დაეკისრათ.
გარდა ამისა, არაერთი მომხმარებლის მომართვა და საჩივარი განვიხილეთ და თითოეულ მათგანზე შესაბამისი რეაგირება გვქონდა. მომხმარებელთა კომუნალური სერვისების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ვთანხმდებით ინვესტიციებზე და მათი მოცულობა იზრდება, რათა მომხმარებლებს კომუნალური სერვისები უფრო ხარისხიანად, უსაფრთხოდ და წყვეტების გარეშე მიეწოდოთ. აქედან გამომდინარე, მოველით, რომ მომავალში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და თითოეულ მომხმარებელს უფრო ხარისხიანი და უწყვეტი კომუნალური სერვისი მიეწოდება", - აცხადებს ნარმანია.























