საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ საქონლის ექსპორტით $3.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის რეალიზებით ქვეყანამ $655 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთელი ექსპორტის 19%-ს შეადგენს. მეორე ადგილს ფეროშენადობები იკავებს, რომლის ექსპორტის მოცულობაც $374 მილიონია, ხოლო მესამე ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს, საიდანაც საქართველომ $373 მილიონი მიიღო.
2021 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 655.6 მლნ დოლარი, კლება წინა წელთან 1.8%; (სპილენძის მადნების ექსპორტის 2/3 სომხეთიდან ტრანზიტით შემოსული მადნების რეექსპორტია);
2. ფეროშენადნობები - 377.9 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 90.6%;
3. მსუბუქი ავტომობილები - 373.3 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.2%;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 189.1 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 15.9%;
5. სპირტიანი სასმელები - 122 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 22.3%;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - 118.4 მლნ დოლარი, ზრდა - 26.6%;
7. თხილი და სხვა კაკალი - 90 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.1%;
8. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 79.6 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.3%;
9. სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი - 76.4 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 31.2%;
10. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 54 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 70%;




























