საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.
"საქსტატის" მონაცემებით, წელს, 7 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 187.2 მლნ დოლარის ფეროსილიკო მანგანუმი გავიდა, რაც წლიურად 74%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ზრდის მიუხედავად ექსპორტის მოცულობა 2024 წლის მაჩვენებელს - 201 მლნ დოლარს ჩამოუვარდება.
გაზრდილია საშუალო საექსპორტო ფასიც. ოფიციალური მონაცემებით, წელს საექსპორტო ბაზრებზე 159 498 ტონა პროდუქცია გავიდა, საშუალო საექსპორტო ფასი კი, ტონაზე 1 173 დოლარი იყო, მაშინ როდესაც საშუალო საექსპორტო ფასი 2025 წელს 1 075 დოლარს, 2024 წელს 1 137 დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს პირველ ადგილზე აშშ-ია - 38 მლნ დოლარით, რომელსაც მოჰყვება თურქეთი 31 მილიონით და იტალია, სადაც საქართველოდან 15.7 მლნ -ის ფეროსილიკო მანგანუმი გავიდა.
ფეროშენადნობების საექსპორტო ბაზრები
2026 წლის 7 თვე
- აშშ - 38.06 მლნ დოლარი
- თურქეთი - 30.88 მლნ დოლარი
- იტალია - 15.76 მლნ დოლარი
- ნიდერლანდები - 15.01 მლნ დოლარი
- ალჟირი - 13.44 მლნ დოლარი
- ირანი - 12.67 მლნ დოლარი
- ესპანეთი - 10.41 მლნ დოლარი
- საბერძნეთი - 10.16 მლნ დოლარი
- კანადა 6.63 მლნ დოლარი
- ეგვიპტე - 6.57 მლნ დოლარი
წყარო: საქსტატი




























