ცქრიალა ღვინოზე და კონკრეტულად საფრანგეთის ცნობილი რეგიონიდან წარმომავალ შამპანურზე მოთხოვნა საფრანგეთს უდავოდ სცდება.
მხოლოდ 2024 წელს მსოფლიოში 271 მილიონი ბოთლი შამპანური გაიყიდა. ერთი ბოთლი შამპანურის ფასი 50-დან 70 დოლარამდე მერყეობს, რაც განსაკუთრებული მოვლენის აღსანიშნავად მისაღები ფასია, თუმცა რთული დასაჯერებელია, რომ ზოგი უნიკალური ბოთლის ფასი არა ათობით ათას დოლარს არამედ მილიონ დოლარსაც შეიძლება სცდებოდეს. ასე გამოიყურება მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული შამპანურის ჩამონათვალი
10.

Cristal 1990 Millennium Cuvée Methuselah - $18,800
სიაში მეათე ადგილს 1990 წელს ჩამოსხმული შამპანური იკავებს, რომელიც მილენიუმის აღსანიშნავად სულ 2000 ცალ 6-ლიტრიან ბოთლში ჩამოისხა. 2000 ბოთლიდან ერთ-ერთი Christie’s-ის აუქციონზე 2006 წელს 18,800 აშშ დოლარად გაიყიდა, თუმცა მისი ფასი ყოველწლიურად იმატებს, რადგან რაც დრო გადის მით უფრო იშვიათად გვხვდება ბაზარზე.
9.

Veuve Clicquot (1841) – $34,000
1772 წელს დაარსებული ღვინის სახლის მიერ 1841 წელს ჩამოსხმული Veuve Clicquot ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩაძირული გემის ბორტზე აღმოაჩინეს. ბოთლი 2010 წელს ამოიტანეს ხმელეთზე, გასაოცრად სასმელი არა უბრალოდ ვარგისი არამედ შესანიშნავი გემოს მქონე აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ თითო ბოთლის ფასი 34,000 აშშ დოლარს უდრის და სიაში მეცხრე ადგილს იკავებს.
8.

შამპანურის ექსპერტი რიჩარდ იულინი სინჯავს Juglar Cuvée-ს
Juglar Cuvée (1820) – $43,500
კიდევ ერთი შამპანური, 1820 წელს ჩამოსხმული Juglar Cuvée იგივე გემზე იქნა აღმოჩენილი, ვარაუდით გემის დანიშნულების ადგილი სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი იყო, სწორედ ისტორიული ღირებულების და სასმელის ვარგისობის გათვალისწინებით შამპანური სიაში მერვე ადგილს იკავებს, ბოთლის ღირებულება კი 43,500 აშშ დოლარს შეადგენს.
7.

Dom Perignon Rosé Gold Mathusalem (1996) – $49,000
დონ პერინიონის მიერ ჩამოსხმული ღვინოები მსოფლიოში საუკეთესოებს შორისაა, მისი სახელი, “შამპანურის მამად" წოდებულ ბენედიქტელ ბერს უკავშირდება და დღეს ფუფუნების სინონიმადაა ქცეული.
1996 წლის Rosé Gold Mathusalem, რომლის ფასი 49 000 აშშ დოლარს შეადგენს, Dom Pérignon-ის ყველაზე ძვირად ღირებული ბოთლია. იგი ამ წელს მიღებულ განსაკუთრებით უხვ მოსავალს ასახავს და სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს.
6.

Perrier-Jouët (1874) – $50,735
შამპანიურმა, რომელიც 2021 წელს Christie’s-ის აუქციონზე £42,875 გაიყიდა ყველაზე ძვირად გაყიდული შამპანურის რეკორდი დაამყარა. ბოთლი, რომელიც სიაში მეექვსე ადგილზეა 1874 წელს ჩამოისხა, შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მწარმოებლის Maison Perrier-Jouët-ის მიერ, რომელიც 1811 წელს დაარსდა.
5.

Armand de Brignac Brut Gold Midas (2006)– $51,600
კატიეს ოჯახის წარმოებული და ამერიკელი რეპერი Jay-z-ს მიერ პოპულარიზებული ეს დახვეწილი შამპანური მოთავსებულია უნიკალურად დიდი ზომის ოქროსფერ ბოთლში, რომელიც ფუფუნებისა და პრესტიჟის სიმბოლოს წარმოადგენს. Armand de Brignac Brut Gold Midas, რომლის საცალო ფასი დაახლოებით 51,600 აშშ დოლარია 45 კილოგრამს იწონის. 30-ლიტრიან შამპანურის ბოთლი სტანდარტულზე 40-ჯერ დიდია.
4.

Armand de Brignac Rosé 30-Litre Midas (2013) – $275,000
როდესაც ეს ბოთლი პირველად წარდგა ბაზარზე 2013 წელს, ამერიკის აზარტული თამაშების დედაქალაქ ლას-ვეგასში ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში კატიეს ოჯახის მიერ ჩამუსხმული ლიმიტირებული გამოშვება, კიდევ ერთი 30 ლიტრიანი შამპანური, ამჯერად როზე, სულ რაღაც 275,000 აშშ დოლარი დაგიჯდებოდათ და მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული შამპანურია.
3.

Heidsieck (1907) – $275,000
შამპანური Heidsieck gout americain ცოცხალი ისტორიის ნაწილია. 1998 წელს ფინეთის ყურეში ჩაძირული გემის ბორტზე შამპანურის 2000 ბოთლისგან შემდგარი კოლექცია აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოთლები 80 წელზე მეტი ზღვის ფსკერზე იყო დამარხული, ისინი იდალურ მდგომარეობაში იქნა ამოტანილი ხმელეთზე. მიიჩნევა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს, 1916 წელს, შვედურ გემ Jönköping ეს ტვირთი რუსეთის საიმპერატორო კარისთვის გადაჰქონდა, როდესაც ის გერმანული წყალქვეშა ნავის ტორპედომ დააზიანა. ბოთლი ცნობების თანახმად რუსეთში გაიყიდა 275,000 აშშ დოლარად, რითაც სიაში მესამე ადგილს იკავებს.
2.

Taste of Diamonds (2013) – USD 2.07 მილიონი
Taste of Diamonds - პინო მენიეს, გრან კრუ შარდონესა და პინო ნუარის ნაზავისგან დამზადებულმა ამ შამპანურმა 2012 წელს "საუკეთესო გემოს" ტიტული დაიმსახურა. თუმცა, 2,07 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებაში შედის არა მხოლოდ შამპანური, არამედ ბრილიანტით შემკული 18-კარატიანი ოქროს ეტიკეტიც, რაც მას ნამდვილ საკოლექციო ხელოვნების ნიმუშად აქცევს. გასაკვირი არაა, რომ ეს უნიკალური შამპანურის ბოთლი ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად გაყიდულია.
1.

Champagne Avenue Foch (2017) – $2.5 მილიონი
Champagne Avenue Foch 2017, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში პრემიერ კრუს ჯიშის ყურძნისგან მზადდება, იტალიელმა კრიპტო ინვესტორებმა, ჯოვანი და პიერო ბუონოებმა რეკორდულ 2,5 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს 2022 წელს. თუმცა ბოთლს წარმოუდგენლად ძვირად ღირებულს მასში ჩასხმული სასმელი კი არა ეტიკეტზე გამოსახული NFT ხდის. "მობეზრებული მუტანტი მაიმუნის" (Bored Mutant Ape) NFT, ერთ-ერთი პირველი და ყველაზე წარმატებული NFT ინვესტორებმა ბოთლთან ერთად შეიძინეს. სასმელის და NFT-ის კომბინირების იდეა ბრიტანელ NFT-თრეიდერ შამი შინმას ეკუთვნის. ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან სწორედ ეს შამპანურია ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული.



























