მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატელანის კიდევ ერთი ბანანი აუქციონზე გაიყიდება - ამჯერად საქველმოქმედო მიზნით

მაურიციო კატელანი

მაურიციო კატელანის WINDOW, 2025, აუქციონზე 8 ოქტომბერს გავა. აუქციონი მილანში საქველმოქმედო საღამო “Chiamiamola per nome”-ს ფარგლებში გაიმართება და ნამუშევრის გაყიდვით მიღებული თანხა დიაგნოზის არ მქონე იშვიათი დაავადებების კვლევას მოხმარდება. აუქციონს Christie’s-ის გენერალური დირექტორი კრისტიანო დე ლორენცო გაუძღვება.

2025 წელს შექმნილ ტილოზე თვით კატელანის ცნობილი სკულფტურა “Comedian” კარავაჯოს ქრისტეს გარდამოხსნას (Deposition of Christ) ადევს ზევიდან. კატელანის მიერ ორი რადიკალურად განსხვავებული ნამუშევრის კომბინირებას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ირონიის კონტრასტი სიმბოლურად გამოხატავს იმედის გაჩენის შესაძლებლობას იქ, სადაც ტკივილი საბოლოო და გარდაუვალი ჩანს. საუბარია იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანებზე, რომლებიც დიაგნოზის არარსებობის შემთხვევაში სამეცნიერო კვლევებზე არიან დამოკიდებული.

კატელანის ბანანი პირველად მედიის ყურადღების ცენტრში 2019 წელს მოექცა, როდესაც ის ხელოვანმა დეივიდ დათუნამ, ქართული წარმოშობის ამერიკელმა ხელოვანმა, კედლიდან ჩამოხსნა და შეჭამა როგორც პერფორმანსის — „მშიერი ხელოვანი“ (Hungry Artist) — ნაწილი.

დეივიდ დათუნა მაიამის არტ ბაზელზე კატელანის ბანანით ხელში — პერფორმანსი „მშიერი ხელოვანი“ (Hungry Artist)

საინტერესოა, რომ კატელანის კონცეფციის თანახმად ნამუშევარი არა კონკრეტული ბანანი, არამედ მისი კონცეფცია და სერტიფიკატი იყო, ამიტომ როდესაც Comedian უკვე 2024 წლის 20 ნოემბერს ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა, შეჭმული ბანანი უბრალოდ ახლით ჩანაცვლდა.

ჯასტინ სანი კატელანის $6.2 მილიონიანი ბანანით ხელში

ჩინელმა კრიპტო-ენტერპრენერმა ჯასტინ სანმა კატელანის ბანანში $6.24 მილიონი გადაიხადა. ჯასტინ სანმა მაშინვე განაცხადა, რომ ბანანს შეჭამდა, “როგორც ამ უნიკალური მხატვრული გამოცდილების ნაწილს — რათა პატივი ეცა მისი ადგილისთვის ხელოვნების და პოპ-კულტურის ისტორიაში.” 29 ნოემბერს მან დანაპირები შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები