100 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა. წარსულში მიწის თხილის ფერმერი დემოკრატი კარტერი აშშ-ის პრეზიდენტი 1977-1981 წლებში იყო. ამ დროს მოხდა ენერგეტიკული კრიზისი, რაც შემდეგ უკვე ეკონომიკურში გადაიზარდა.
ასევე იყო საგარეო პოლიტიკაში გამოწვევებიც მათ შორის, ირანში მძევლად აყვანილი ამერიკის მოქალაქეები. თუმცა ჯიმი კარტერის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევა 1978 წელს სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტესა და ისრაელს შორის, რომელსაც კემპ დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მოეწერა ხელი. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ კარტერი გახდა ადამიანის უფლებების, მშვიდობის, დემოკრატიისა და გარემოს დამცველი გლობალურ ასპარეზზე.




























