მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

100 წლის და მეტი ასაკის რამდენმა მოქალაქემ მიიღო ₾10 000 ლარი თბილისის მერიისგან?

100 წლის ხანდაზმულები

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, თბილისის მერიამ 10 000-ლარიანი ერთჯერადი ფულადი საჩუქარი 100 წლისა და მეტი ასაკის 68 მოქალაქეზე გასცა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პროგრამა, რომელიც 100 წელს მიღწეული პირების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, გასულ წელსა ამოქმედდა. კალაძის თქმით, 2025 წელს ეს ბენეფიტი სულ 81-მა ხანდაზმულმა მიიღო.

  • ბენეფიციართა რაოდენობა: 81 ადამიანი;
  • სქესობრივი გადანაწილება: 7 მამაკაცი და 74 ქალი;
  • ასაკობრივი ჯგუფი: 64 პირი 100 წელზე მეტი ასაკის იყო;
  • ყველაზე ხანდაზმული: ორი 106 წლის ქალი.

მერის განმარტებით, იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით 2026 წლამდე უკვე ისარგებლეს, განცხადების ხელახლა დაწერა აღარ უწევთ. თანხა მათ პირდაპირ საბანკო ბარათზე ერიცხებათ.

„მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ ადამიანებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მათთვის, ვინც წელს პირველად ხდება 100 წლის, თანხის მისაღებად აუცილებელია მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განცხადების წარდგენა.

საჭირო დოკუმენტაცია:

  1. ბენეფიციარის პირადობის მოწმობა;
  2. სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო ბარათი (თბილისში ბოლო 1 წლის განმავლობაში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები