მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

104 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან! - როგორ წაგვართვა რუსეთმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა?

ზუსტად 104 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა მთელი 70 წლის განმავლობაში. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ოკუპაცია ისტორიას ჩაბარდა, რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ არ დასრულებულა, სხვა ფორმით თუმცა იდენტური შინაარსით ოკუპაცია დღესაც გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რომელიც არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე კვლავ ჩრდილოეთიდან ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები