მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას" - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედისა“ და POSTV-ის მფლობელების დასანქცირებას ეხმაურება და მომხდარს 105 წლის წინანდელ რუსულ ოკუპაციასთან ავლებს პარალელს.

დღეს, 25 თებერვალს, როდესაც საქართველო საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღნიშნავს, პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება „თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმაა“.

„105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მე მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია და ცხადია მისი შინაარსიც. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდოდა, შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.

გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აქტივების მართვასთან დაკავშირებული ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორების დისკვალიფიკაციას.

სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული მაუწყებლები „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები