„ბატონმა ზურამ (აზარაშვილმა) შეიმუშავა კიდევ ერთი რეფორმა და დღეიდან - 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომამდე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ის მექანიზმი გახსნა, რომლითაც მოქალაქეები ექიმისგან რეცეპტს მიიღებენ და შემდეგ მედიკამენტებს შეიძენენ.
„დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული წარმოების ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ექიმის მიერ გენერიკული მედიკამენტის გამოწერის შემდეგ ფარმაცევტი ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, ეს მისი ვალდებულება იქნება. მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს რომელი წამალი შეიძინოს.
ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომელიც იყო ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან იყო - შესაძლო ბრენდული წარმოების მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა დაზღვეული იქნება. ეს დაეხმარება იმ პროცესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და ფარმაცევტულ ბაზარზე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება.
თუ ადამიანს კონკრეტული მედიკამენტის შეძენაში 300-500 ლარი ეხქაქრჯებოდა, ახლა ეს თანხა განახევრებული კი არა უფრო მეტად არის შემცირებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.