საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 757 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24- ით გაიზარდა და 600 შეადგინა. კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250- პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.