11 ჩინურ და 5 რუსულ კომპანიას სავაჭრო შეზღუდვები უწესდება.
როგორც Reuters-ი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული კომპანიები რუსულ ჯარს თვითმფრინავების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს აწვდიდნენ.
როგორც გამოცემა წერს, Asia Pacific Links Ltd სხვა საკითხებთან ერთად იყო რუსული თვითმფრინავების პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმწოდებელი. მაისში იგი SMT iLogic-თან ერთად, უკვე იყო აშშ-ის სანქციების სამიზნე.
„ჩვენ არ მოგვერიდება სწრაფი და მნიშვნელოვანი ზომების მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც აგრძელებს პუტინის უკანონო და ამორალური ომის მხარდაჭერას უკრაინაში“, – თქვა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ექსპორტის აღსრულების ოფისის დირექტორმა, ალან ესტევეზმა.