სპეციალურ გვერდზე stopcov.ge კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკური მაჩვენებლები განახლდა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 28532 ტესტი და მათგან ინფიცირების 1788 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1251 მოქალაქე.
გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 31 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა.
11 მაისის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 324256 , ბოლო 24 საათში - 1788
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 303679 , ბოლო 24 საათში - 1251
მათ შორის გარდაცვლილი - 4336 , ბოლო 24 საათში - 31
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 28532, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20349, PCR ტესტით - 8183
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%
სულ აცრილია - 67136, დღიურად აცრილია - 4689
კარანტინის რეჟიმში - 65
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4296
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 775.




























