09:00 საათზე - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართება. მის: სასტუმრო პულმანი, თბილისი - ჭავჭავაძის გამზირი 37;
10:00 საათზე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. მის: ინგოროყვას 7;
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსს (2024 წლის თებერვალი);
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს (2023 წლის IV კვარტალი, წინასწარი);
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2023 წლის წლიური, წინასწარი);
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლებს (2023 წლის IV კვარტალი);
12:00 საათზე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაცია: „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და გამოწვევები საქართველოში“;
15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება;
16:00-18:00 საათზე - სასტუმრო სტამბაში, კონფერენცია „ინვესტირება ქალებში: გენდერულად პასუხისმგებლიანი დაფინანსება“ გაიმართება.