მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 მარტის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

11 მარტის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძისა და კიდევ 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:

  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2025 წლის IV კვარტალი, წინასწარი)
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2025 წლის წლიური, წინასწარი)
  • მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის IV კვარტალი, 2025 წლის წლიური, წინასწარი)

11:30 საათზე „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საგზაო შემთხვევები, დაშავებულები და გარდაცვლილები; ძირითადი გამოწვევები და პრობლემები გზებზე; ახალი რეგულაციები; კონტროლი და საქართველოში 6 წლის ზემოთ მანქანების შეზღუდვა.

13:00 საათზე, სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (229/2-XIმპ; 02.12.2025) (კომიტეტი წამყვანია, მესამე მოსმენა); მომხსენებელი: ზურაბ ეზუგბაია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 საათზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა.

14:00 საათზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები