მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 სანატორიუმი წყალტუბოში, რომელიც იყიდება - ფასი და საინვესტიციო ვალდებულებები

წყალტუბო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროექტ წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, სანატორიუმებისთვის ინვესტორებს ეძებს.

როგორც BMG-ის მიერ ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, რომელიც 2022 წელს დაიწყო, სულ 5 სანატორიუმი გაიყიდა, მათგან 1 - სასტუმრო მედეა“ სახელმწიფომ უკან დაიბრუნა, რადგან ინვესტორმა ვალდებულები ვერ შეასრულა. 11 სანატორიუმი კი, ამ დრომდე იყიდება.

საპრივატიზაციო სანატორიუმების სია:

  1. "მეგობრობა": ღირებულება - 5 232 300 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 15 696 900 ლარი;
  2. სავანე“: ღირებულება - 2 123 400 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 7 000 000 ლარი;
  3. "წყალტუბო" (ინტურისტი): ღირებულება - 2 988 000, საინვესტიციო ვალდებულება - დემონტაჟის (ძველი პირობა 2022წლის);
  4. "ფილიალი": ღირებულება - 2 179 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 6 537 000 ლარი;
  5. "რკინიგზელი": ღირებულება - 5 131 000, საინვესტიციო ვალდებულება - 9 273 600 ლარი;
  6. "იმერეთი": ღირებულება - 3 124 500 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 9 373 500;
  7. "გეოლოგი": ღირებულება - 1 422 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 4 266 000 ლარი;
  8. გელათი": ღირებულება - 1 969 300 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 5 907 900 ლარი;
  9. აია“: ღირებულება - 2 802 300 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება - 8 406 900 ლარი;
  10. "მედეა": ღირებულება - 5 820 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება -10 000 000 ლარი;
  11. ცისკარი“ - მიმდინარეობს საპრივატიზებო პირობების განახლება.

საპრივატიზაციო სანატორიუმების შესახებ პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე.

წყალტუბოს 15 სანატორიუმიდან გაყიდულია 4 - დაპირების მიუხედავად, ივანიშვილს არცერთი არ უყიდია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები