მუნიციპალური განვითარების ფონდმა 11 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა. თითოეული სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება სხვადასხვაა, ჯამურად კი 130 მლნ ლარს აღწევს.
ყველა ტენდერი Design-Build მეთოდით, სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას ითვალისწინებს. სამუშაოს შესრულების საერთო ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 კალენდარული თვეა მითითებული.
გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალს და შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულებას თითოეულის შემთხვევაში:
- ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა - 5 632 451 ლარი
- დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლა - 7 369 500 ლარი
- ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა - 16 201 483 ლარი
- მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იენაშის (ლატალის თემი) საჯარო სკოლა - 15 950 500 ლარი
- ქალაქ თელავის N8 (შალაურის კორპუსი) საჯარო სკოლა - 9 616 455 ლარი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლა - 12 009 118 ლარი
- ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა - 11 916 031 ლარი
- ქალაქ ხონის N4 საჯარო სკოლა - 11 580 205 ლარი
- დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალში, დანიელ ჭონქაძის ქუჩა N2-ში არსებული საჯარო სკოლა - 16 278 000 ლარი
- ქალაქ ბორჯომში, წმინდა ნინოს ქუჩა N2-ში არსებული N1 საჯარო სკოლა - 10 554 520 ლარი
- ქალაქ რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩა N14-ში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლა - 12 909 248 ლარი




























