12 თებერვლის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 772 264 აცრა, - ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 342 909, >18 ასაკის მოსახლეობის 46.7%; სრულად ვაქცინირებულია 1 232 752 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 42.9%.
გარდა ამისა, ბუსტერ დოზით აცრილია 194 088 პირი.
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 983 (2.25%) სრულად აცრილია - 2 949(1.66%)
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 482 (15.39%) სრულად აცრილია- 10 950 (13.50%);
NCDC-ს ცნობით, 11 თებერვალს ჩატარდა 3 396 აცრა.
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge; ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.



























