ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ საგანმანათლებლო რეფორმას ეხმაურება. როგორც "ჯეიოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრი Facebook-ზე წერს, საშუალო განათლების 12-წლიან მოდელზე გადასვლამ ხელი შეუწყო საქართველოს ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაცია და კვლავ 11-წლიან მოდელზე დაბრუნება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
"გთხოვთ გაეცანით ნებისმიერი წყაროთი და ფორმით რას ნიშნავს განათლების ბოლონიური სისტემა. ეს ეხება ყველას თქვენი რელიგიური და პოლიტიკური მწარმსის განუხრელად.
სავალდებულოა ამ ყველაფრის ცოდნა უკლებლივ ყველასთვის და ყველა ასაკის ადამიანისათვის! :
ბოლონიური საგანმანათლებლო სისტემა 1999 წელს დაინერგა. დეტალები პრიმიტიულად და გასაგებ ენაზე: https://ka.wikipedia.org/wiki/ბოლონიის_პროცესი
საქართველო ბოლონიურ პროცესს 2005 წელს შეუერთდა. 2008 წელს გადავიდა 12 წლიან საშუალო განათლებაზე. ეს საჭირო იყო ქვეყნის განვითარებისთვის და ინტეგრაციისთვის ცივილიზებულ სამყაროში და შედეგიც დათვლადია. (განათლების მკვლევარები იმედია მალე გამოამზიურებენ დეტალურ მონაცემებს “მდე” და “შემდეგ”).
საქართველოს ათასობით მოქალაქემ (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან) მიიღო რეალური და ხარისხიანი განათლება, აღიარებული საერთაშორისო დონეზე.
ახალგაზრდებმა შეძლეს სწავლა, განვითარება ძლიერი ცოდნითა და ხედვით დაუბრუნდნენ ქვეყანას, რაც არის ნებისმიერი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის საწინდარი.
12 წლიანი განათლება ერთი დამატებითი წელი არაა! ეს შესაძლებლობაა, რომ ჩვენმა შვილებმა შეძლონ გლობალურ კონკურენტულ გარემოსთან ადაპტაცია და თანაბარი პირობებით განათლების მიღება.
ბიუჯეტში ფული ამით არ დაიზოგება და უარეს კორუფციაში ჩაიძირება ქვეყანა. ვიყავით მანდ და გვახსოვს ყველაფერი.
11 წლიან მოდელზე [დაბრუნება] არის უშველებელი ნაბიჯი უკან. უფსკრულში გადაშვება!
ესაა დროის, ცოდნის და შანსების დაკარგვა და განიავება.
განათლება კი არ უნდა შემცირდეს, ის უნდა გაიზარდოს.
ეს არის ქვეყნის პროგრესის და მომავლის საფუძველი. ესაა გადარჩენის შანსი და განათლებულებს “ქართველობას ვერ წაგვარმევენ”.
გონს მოვეგოთ სანამ დროა.
“ბაყაყი კრიტიკული დუღილის ეტაპზეა, დროა ის დარჩენილი რეფლექი მოიხმოს და ამოხტეს ამ ჯამიდან..." - წერს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
გუშინ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, სკოლებში 11-წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.
ამასთან, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში გაერთიანდეს. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი.




























