მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

11-წლიან სწავლების მოდელზე დაბრუნება ბოლონიის პროცესს გვაშორებს - დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე და ექსდეპუტატი დავით ზურაბიშვილი სკოლების 11-წლიან სწავლების მოდელზე დაბრუნებას ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ეს ქვეყანას ბოლონიის პროცესს დააშორებს და შედეგად, უამრავი პროგრამა შეიძლება შეფერხდეს. მან "ოცნების" უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია "წერტილთან" ინტერვიუში შეაფასა.

დავით ზურაბიშვილის თქმით, მთლიანად კონცეფცია არაკვალიფიციური ნამუშევარია.

"კობახიძემ და განათლების მინისტრმა აქ აბსოლუტურად ურთიერთსაპირისპირო რაღაც თქვეს. ერთმა თქვა, რომ გარბის ქვეყნიდან ახალგაზრდობა, მიგრაცია გვაქვს. სტუდენტთა მობილობას რომ მიგრაციას დაარქმევ ძალიან არაკვალიფიციურია. მინისტრმა თქვა, რომ უმრავლესობა არ მიდის უცხოეთში, მხოლოდ მცირე ნაწილი მიდისო. რომელს დავუჯეროთ?

12-წლიანი სწავლების ნაცვლად 11-წლიანი სწავლება რა თქმა უნდა გვაშორებს ევროპული ინტეგრაციის იმ სივრცეს, რასაც ჰქვია ბოლონიის პროცესი. არ გამოვრიცხავ, ეს არის შეგნებულადაც გაკეთებული, გაგრძელება ზოგადი ანტიევროპული პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება ყველა მიმართულებით ეწევა.

მე-12 კლასში [მოსწავლეები] იმიტომ არ დადიან, რომ ემზადება ყველა რეპეტიტორთან. თუ 11 წელიწადი იქნება, მაშინ მე-11-ში არ ივლიან, იმიტომ რომ იგივე იქნება. პროგრამულად უნდა დატვირთო, ისე რომ არ გაიქცნენ მოსწავლეები და იყოს რაღაცა სტიმული, რომ ისწავლონ",- ამბობს დავით ზურაბიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები