მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა - მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ღვინო

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ნოემბერში ჯამში 70 ქვეყანაში 90 352 135 ლიტრი ქართული ღვინო გაიყიდა. შესაბამისად ქართულ ღვინოს მთლიან ექსპორტში უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის 4.4%-ით მეოთხე ადგილი უკავია.

ექსპორტით მიღებული შემოსავალი რეკორდულია, თუმცა მოცულობების მიხედვით, რეკორდული წელი 2022 წელს იყო [94 857 548 ლიტრი]. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 9.2%-ით, მოცულობა კი 8.5%-ით გაიზარდა.

ქართული ღვინის გაყიდვების დიდი წილი ტრადიციულად რუსეთზე მოდის. 11 თვეში რუსეთს მთლიან ექსპორტში 67.1% უკავია. წლის ამ პერიოდში ჩრდილო მოსაზღვრე ქვეყანაში ღვინის გაყიდვები 11.8%-ით გაიზარდა და 176 მილიონ 264 ათასი დოლარი შეადგინა. ჯამში რუსეთში 64 586 347 ლიტრი ღვინო გავიდა.

TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. რუსეთი - $176.2 მლნ, 64 586 347 ლიტრი;
  2. პოლონეთი - $15.1 მლნ, 6 114 473 ლიტრი;
  3. უკრაინა - $11.7 მლნ, 4 192 732 ლიტრი;
  4. ყაზახეთი - $9.7 მლნ, 2 995 254 ლიტრი;
  5. ჩინეთი - $8.2 მლნ, 2 377 396 ლიტრი;
  6. ბელარუსი - $6.8 მლნ, 2 408 898 ლიტრი;
  7. აშშ - $6.7 მლნ, 1 151 278 ლიტრი;
  8. გერმანია - $5.5 მლნ, 1 215 415 ლიტრი;
  9. ლატვია - $3.7 მლნ, 1 021 834 ლიტრი;
  10. ლიეტუვა - $2.1 მლნ, 633 416 ლიტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები