მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში ადგილობრივი ექსპორტი $3 მილიარდამდე გაიზარდა - რომელ ქვეყნებშია ზრდა/კლება?

ადგილობრივი ექსპორტი

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 999 მლნ დოლარს გაუტოლდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 11 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 მილიარდ 618 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 10.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან (45.9 %) შედარებით მცირედით შემცირებულია.

ამ პერიოდში ადგილობრივ ექსპორტში 10 უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.5% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი არიან.

რაც შეეხება პროდუქტებს, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 339.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, ესამე ადგილზე კი სპირტიანი სასმელები. ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივი ექსპორტი წელს შემცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები