11 თვეში ბენზინისა და დიზელის იმპორტი გაიზარდა - ქვეყანაში საწვავის იმპორტის სტატისტიკას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1092,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1056,1 ათასი ტონა) შედარებით 36,4 ათასი ტონით ანუ 3,4%-ით მეტია.
მათ შორის, 2023 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 549,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 543,0 ათასი ტონა შეადგინა.
კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინის საწვავის იმპორტის მოცულობები სხვადასხვა ტიპის მიხედვით ასეთი იყო: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 323,9 ათასი ტონა (58,9%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 215,6 ათასი ტონა (39,2%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 10 ათასი ტონა (1,8%);
ამ პერიოდის განმავლობაში საწვავის მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია. ქვეყნების რეიტიგი კი ასეთია: რუსეთი - 691,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 162 ათასი ტონა - 14,8%; ბულგარეთი - 82,1 ათასი ტონა - 7,5%; აზერბაიჯანი - 69,4 ათასი ტონა - 6,4%; ბელარუსი - 25 ათასი ტონა - 2,3%; თურქმენეთი - 24 ათასი ტონა - 2,2%; საბერძნეთი - 20,6 ათასი ტონა - 1,9%; თურქეთი - 12 ათასი ტონა - 1,1%; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2,2 ათასი ტონა - 0,2%; ვირჯინიის კ-ბი - 2,2 ათასი ტონა - 0,2%; უკრაინა - 1,3 ათასი ტონა - 0,1%; ჰონკონგი - 0,1 ათასი ტონა - 0,01%;