მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

11 თვეში საქართველომ $90 მილიონის შოკოლადი შეიძინა - TOP-10 საიმპორტო ქვეყანა

შოკოლადი/კაკაო

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ $90 მილიონის ღირებულების 20 108 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების მზა პროდუქტები შეიძინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის ღირებულება 18%-ით, მოცულობა კი 6.6%-ით გაიზარდა.

საქართველოში შოკოლადის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხდება. პროდუქტის უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. რუსეთი - $25.5 მლნ, 8 145 ტონა;
  2. უკრაინა - $14.8 მლნ, 3 020 ტონა;
  3. თურქეთი - $11.4 მლნ, 2 148 ტონა;
  4. პოლონეთი - $6.7 მლნ, 1 160 ტონა;
  5. ხორვატია - $6.6 მლნ, 1 135 ტონა;
  6. ბელგია - $4 მლნ, 711 ტონა;
  7. იტალია - $3.2 მლნ, 643 ტონა;
  8. გერმანია - $3.2 მლნ, 573 ტონა;
  9. სომხეთი - $3.2 მლნ, 533 ტონა;
  10. ნიდერლანდები - $3 მლნ, 528 ტონა.

მცირე მოცულობებით შოკოლადსა და კაკაოს შემცველ კვების მზა პროდუქტებს ასევე ვყიდულობთ შვეიცარიაში, აზერბაიჯანში, ბულგარეთში, ლიეტუვაში, ბელარუსში, ესპანეთში, საფრანგეთში, ჩეხეთში, თურქმენეთსა და სხვა ქვეყნებშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები