11 თვეში საქართველომ ღვინის ექსპორტით $222 მილიონის შემოსავალი მიიღო
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 96 150 065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელია.
ამასთან, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა წლიურად 14%-ით არის გაზრდილი. სააგენტოს ცნობითვე, ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2020 წლის ანალოგიურ მონაცემზე 4%-ით მეტია.
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 29% (5 908 393), ჩინეთი - 26% (5 469 450), აშშ - 12% (971 714), გერმანია - 13% (751 810), ლატვია - 10% (1 634 827), ლიეტუვა - 44% (9 609 28).
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 91% (3 17 692), შვედეთი - 97% (119 494), ჩეხეთი - 259% (141 432), საფრანგეთი - 6% (84 028), ისრაელი - 62% (422 839), ყაზახეთი - 38% (3 775 978), აზერბაიჯანი - 21% (209 987), თურქეთი - 209% (93 330), უკრაინა - 11% (11 667 525), რუსეთი - 6% (55 867 692), მონღოლეთი - 174% (402 810), ბელარუსი - 26% (4 454 009) და ა.შ. საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა.
საფონდო ბირჟები