მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

112 საქართველოს რეგიონებს მხოლოდ 22 რეანიმობილით ემსახურება

რეანომობილი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი საქართველოს რეგიონებს მხოლოდ 22 რეანიბილით ემსახურება - ამის შესახებ ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე კუტიბაშვილის მიერ პარლამენტში გაგზავნილი პასუხიდან ირკვევა.

ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ს რეანიმობილების რაოდენობასთან დაკავშირებით კითხვით დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მიმართა. დეკანოიძის კითხვა შეეხებოდა სიის მიწოდებასაც თუ უშუალოდ რომელ მუნიციპალიტეტებს ემსახურებიან აღნიშნული რეანიმობილები, თუმცა სსიპ-ის პასუხში აღნიშნული ინფორმაცია წარდგენილი არაა.

სადეპუტატო კითხვები:

1. რომელ მუნიციპალიტეტებში არის რეანიმობილი და რა პრინციპით ხდება მათი
განაწილება?

2. რამდენად არის საკმარისი თქვენს სისტემაში არსებული რეანიმობილების რაოდენობა და როგორ ხდება კოორდინაცია მუნიციპალიტეტებში არსებულ კერო სამედიცინო დაწესებულებებთან მათი რეანიმობილების გამოყენების კუთხით?

3. გთხოვთ, მოგვაწოდოთ იმ მუნიციპალიტეტების სია, სადაც არ არის რეანიმობილი და რომელი მუნიციპალიტეტებიდან ხდება მისი დაფარვა?

112-ის სამსახურის უფროსის პასუხი, რამდენი რეანიმობილით ემსახურებიან საქართველოს მუნიციპალიტეტებს და რა ხდება მაშინ თუკი გამოძახებისას მუნიციპალიტეტში რეანიმობილი არაა:

“სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში წარმოდგენილი თქვენი 2023 წლის 18 აგვისტოს N6241/3-23/23 წერილის პასუხად, რომლითაც მოთხოვნილია ინფორმაცია რეანიმობილებთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით რეანიმობილები განაწილებულია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო ტრანსპორტირების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნების შესაბამისად და მათი რაოდენობა ჯამურად შეადგენს 22 ერთეულს.

საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიის დაფარვა შესაძლოა განხორციელდეს უახლოეს ლოკაციაზე განთავსებული რეანიმობილებითაც. შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება ხორციელდება, გამოძახების ადგილიდან უახლოეს ლოკაციაზე განთავსებული რეანიმობილის გაგზავნის პრინციპით, ხოლო იმ შემთხვევებში, თუ კერძო სასწრაფო დახმარების რეანიმობილი უფრო ადრე შეძლებს პაციენტისთვის სათანადო სერვისის მიწოდებას, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, შეტყობინების გადაცემა ხორციელდება სერვისის მომწოდებლის სადისპეტჩეროში,”- ნათქვამია 112-ის დირექტორის, ალექსანდრე კუტიბაშვილის წერილობით პასუხში.

BMG რეანომიბილების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს კითხვით, იგეგმება თუ არა დამატებითი რეანიმობილების შეძენისთვის ტენდერის გამოცხადება.

ბოლო მუნიციპალიტეტი, რომელსაც რეანიმობილი გადაეცა იყო ლენტეხი. 112-ის ვებგვერდის მიხედვით, მხარეში რეანომობილი 23 ივლისს განთავსდა და ის სახელმწიფოს ბიზნესმენმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა საჩუქრად გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები