მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

112-ზე დარეკვით დისტანციური კონსულტაცია კვირის ბოლოდან იქნება შესაძლებელი - მინისტრი

5e85d20a91ffc
თათია ჩაფიჩაძე
02.04.20 15:51
679
112-ზე დარეკვა და დისტანციური კონსულტაციის სერვისის მიღება მოქალაქეებს კვირის ბოლოდაან შეეძლებათ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ეს მოქალაქეების ექიმთან მიმართვიანობას გაცილებით ეფექტურს გახდის.

„თბილისში 4 კლინიკაა ჩართული და წარმატებით მუშაობენ; დამატებულია 21 კლინიკა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველყოთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა შემომავალი ზარი. დღეს მიმდინარეობს ამ ზარების საბოლოო ტესტირება და კვირის ბოლოდან, ჩვენს პაციენტებსაც შეეძლებთ მიმართონ 112-ს, გაიარონ კონსულტაციები და დაგეგმონ შემდგომი ვიზიტი როგორც ექიმთან, ასევე - სტაციონარში”, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები