მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12-16 ივნისს „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის“ კვირეული გაიმართება - ნათია მეფარიშვილი ქალების ნარატივში

თანამედროვე ტექნოლოგიები ხელოვნების აღქმისა და კომერციალიზაციის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით ერთ-ერთ გამორჩეულ და მასშტაბურ პროექტს "ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული" წარმოადგენს, რომელიც წელს უკვე მეოთხედ იმართება.პროექტი ჰიბრიდულ ფორმატს მოიცავს და ფიზიკურ სივრცესთან ერთად გლობალურ ციფრულ პლატფორმას აერთიანებს. წელს კვირეულს ახალი მიმართულებები, კერძოდ წიგნის ილუსტრაცია, გრაფიკული დიზაინი და პლაკატი დაემატა. კვირეული 12 ივნისს აუდიოვიზუალურ მუზეუმ "ჰოლოზიუმში" გაიხსნება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ორმოცამდე ხელოვანს გააერთიანებს.

სტუმარი: ნათია მეფარიშვილი - პროექტის ავტორი, “მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში” აღმასრულებელი დირექტორი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები