სასწავლო პროცესის დაწყება მშობლებისთვის ყოველთვის საინტერესო, თუმცა ფინანსურად და ლოჯისტიკურად დატვირთულ პერიოდს წარმოადგენს. ბოლო დროს სკოლებში ფორმის ტარების ვალდებულების ამოქმედებამ ბაზარზე სრულიად ახალი დინამიკა გააჩინა. ამ რეგულაციამ ადგილობრივი მწარმოებლებისთვის როგორც ახალი შესაძლებლობები, ისე სერიოზული საოპერაციო გამოწვევები შექმნა.ქართული ბრენდი „მანიკო“, რომელიც ბავშვთა ტანსაცმლის წარმოებაზე ორიენტირდება, ამ პროცესს მომზადებული შეხვდა და მომხმარებელს ხარისხიანი სასკოლო ფორმების ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორია წარმოების სპეციფიკა და ბაზარზე არსებული კონკურენცია?
სტუმარი: მარიამ ბაცაშვილი - “მანიკო”, დამფუძნებელი


































